ავტორი:

რუსეთმა დაიწყო ინოვაციური დრონის გამოყენება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით კონტროლდება - უკრაინელი ექსპერტი ახალ საფრთხეზე საუბრობს

რუსეთმა დაიწყო ინოვაციური დრონის გამოყენება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით კონტროლდება - უკრაინელი ექსპერტი ახალ საფრთხეზე საუბრობს

უკრაინული მედია წერს ინოვაციური დრონის შესახებ, რომლის გამოყენებაც რუსეთმა ფრონტის ხაზზე დაიწყო.

როგორც “უნიანი“ რადიოტექნოლოგიების სამხედრო ექსპერტზე, სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვზე დაყრდნობით წერს, “რუსეთმა დაიწყო ინოვაციური დრონის გამოყენება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით კონტროლდება, GPS-ზე არ არის დამოკიდებული და რადიოტალღებს გვერდს უქცევს“.

“რუსები უკრაინაში სულ უფრო ხშირად იყენებენ ჯერ კიდევ იშვიათ, ინოვაციურ დამრტყმელ დრონს, რომელიც მდგრადია ელექტრონული ომის მიმართ და შეუძლია დამოუკიდებლადაც კი აიცილოს თავიდან საჰაერო საფრთხეები,“ - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, აღნიშნული მახასიათებლის დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, სუმიში მიმდინარე წლის თებერვალში ნახეს, თუმცა ბოლო დროს ის აღმოსავლეთში სულ უფრო ხშირად გვხვდება.

  • „ერთი შეხედვით, უპილოტო საფრენი აპარატი დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგრამ შიგნით სრულიად ინოვაციური პროდუქტია“, - წერს Flash.

მისი მართვა შესაძლებელია LTE მობილური ქსელების მეშვეობით, აქვს ინერციული და თანამგზავრული ნავიგაცია.

აღჭურვილია 14 მეგაპიქსელიანი კამერით, JETSON ვიდეოს ამოცნობისა და დამუშავების მოდულით. აღჭურვილია ლაზერული მანძილმზომით, რაც დრონს საშუალებას აძლევს სიმაღლის რუკის გამოყენებით განახორციელოს ნავიგაცია.

უპილოტო საფრენ აპარატს აქვს მაღალსიჩქარიანი მყარი დისკი 100 GB ორიენტაციის მონაცემებით. დრონს დიდი გამოთვლითი სიმძლავრე აქვს. ის 100%-ით აწყობილია იმპორტირებული კომპონენტებისგან

წყარო

იხილეთ ასევე: