ავტორი:

"მე პედიატრი ვარ: არის 6 რამ, რასაც ავტომატურად ვაკეთებ ბავშვებთან, რადგან ბევრი ტრაგედია მინახავს" - რას ურჩევს გამოცდილი ექიმი ახალბედა მშობლებს

"მე პედიატრი ვარ: არის 6 რამ, რასაც ავტომატურად ვაკეთებ ბავშვებთან, რადგან ბევრი ტრაგედია მინახავს" - რას ურჩევს გამოცდილი ექიმი ახალბედა მშობლებს

პატარები ოჯახში ნამდვილი ამოცანაა. მუდმივად უნდა იყოთ ფრთხილად ნივთების განთავსებისას, ავეჯის შერჩევისას და უნდა გაითვალისწინოთ ყველა დეტალი, რომ უმნიშვნელო რამ “სასიკვდილო ხაფანგად“ არ იქცეს.

სწორედ ამიტომ, პედიატრი ნიკიმ TikTok-ზე, თავის გამომწერებს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს.

100 000-ზე მეტი მოწონების მიღების შემდეგ, მან კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კიდევ სამ საფრთხეს უსვამს ხაზს.

“6 რამ, რასაც მცირეწლოვნებთან ავტომატურად ვაკეთებ, რადგან ძალიან ბევრი ტრაგედია მინახავს“, - წერს ექიმი და ინფლუენსერი და მშობლებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

  • ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არ დატოვოთ თასმებისმაგვარი ლენტები

“თქვენმა ცნობისმოყვარე ბავშვმა შეიძლება ძაფი აიღოს და კისერზე გასართობად შემოიხვიოს, რაც საბოლოოდ დახრჩობის რისკს აჩენს,“ - განმარტავს ის.

  • იგივე ეხება ყველაფერს, რასაც მრგვალი, პატარა ბატარეა აქვს

„თუ თქვენმა შვილმა ღილაკის ფორმის ელემენტი გადაყლაპა, მიეცით თაფლი, თუ ის 1 წელზე უფროსი ასაკისაა. თუ ბავშვი 1 წლამდე ასაკისაა, თაფლი არ მისცეთ, უბრალოდ მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას“, - ურჩია მან გამომწერებს.

თაფლს შეუძლია ორგანიზმში დაფაროს ელემენტი, რითაც ანეიტრალებს ზოგიერთ ტუტე ნივთიერებას, რომელიც იწვევს დამწვრობას და ქსოვილების დაზიანებას. თუმცა, 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თაფლი რეკომენდებული არ არის.

  • არ ჩამოკიდოთ პალტო ან მოსაცმელი სკამის საზურგეზე

„თქვენს პატარას შეუძლია ხელი ასწიოს და რაღაც ჩამოწიოს, სკამი კი მას ადვილად დაეცემა. აღნიშნული დაზიანებები საკმაოდ ხშირია“, - განმარტა მან.

  • სადილის მზადებისას, ხელით გეჭიროთ ქვაბისა და ტაფის სახელურები

თუ სადილის მზადებისას ჭურჭელს დიდი ხნით დატოვებთ და მისი სახელური გაზქურის გარეთ იქნება, თქვენი პატარა ადვილად შეიძლება შესწვდეს ან დაეჯახოს მას. შედეგად კი ბევრია დამწვრობები,“ - წერს პედიატრი.

  • ჭიქები და ჯამები სამზარეულოს მაგიდის ცენტრში მოათავსეთ

ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, თუ მათში ცხელი სითხეები ასხია. ბავშვებს ადვილად შეუძლიათ მათ მისწვდნენ და დამწვრობა მიიღონ.

  • დაჭრილი ყურძენი და პომიდორი

მცირეწლოვნებს აუცილებლად დაუჭერით პომიდორი და ყურძნის მარცვლები. ხშირია შემთხვევა, რომ ისინი პატარა ზომის ხილის მთლიანად გადაყლაპვას ცდილობენ, რაც ასფიქსიას ავიტარებს.

იგივე ეხება სხვა პროდუქტებსაც, რომლებიც მსგავსია ზომითა და ფორმით.

წყარო

იხილეთ ასევე: