ავტორი:

"სასოწარკვეთილი დიზაინერები" - პროექტი რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

"სასოწარკვეთილი დიზაინერები" - პროექტი რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

დღეს გაგაცნობთ “პალიტრა ჰოლდინგის” ყველაზე ახალგაზრდა და ნიჭიერ დიზაინერს - მარიამ ჯუგაშვილს, რომელმაც შექმნა მიმების სერია - “სასოწარკვეთილი დიზაინერები” Touch -ის ციფრული დიზაინის ფესტივალზე წარსადგენად.

ღონისძიებაზე გავრცელებულ ქარდებს იმდენად დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, გადავწყვიტეთ პერიოდულად თქვენც შემოგთავაზოთ მიმდინარე აქტუალური ვიზუალები.

ახლა კი დეტალურად გაგაცნობთ მარიამის “სასოწარკვეთილი დიზაინერების” პროექტს:

მარიამ, როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა ?

იდეა ბუნებრივად, სამუშაო პროცესში გაჩნდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო შემექმნა ვიზუალურად სახალისო პერსონაჟი, რომელიც რეალურად ასახავდა დიზიანერების ყოველდღიურობასა და ემოციას. ის უკვე არსებობდა დიზიანერებში უბრალოდ მე გავაცოცხლე.

რითია ეს პროექტრი შენთვის განსაკუთრებული?

პროექტი არის მრავალფეროვანი და სახალისო. პესონაჟი კი - რეალური ემოციების მატარებელი, რაც ვფიქრობ მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. მას შეუძლია იყოს: გაბრაზებული, ემპათიური, მოწყენილი.

რა იყო ყველაზე რთული პროექტზე მუშაობისას?

პროექტზე მუშაობის მთავარი სირთულე იმ ემოციების ზუსტად გადმოცემა იყო, რაც რეალურად მსურდა. პერსონაჟის შექმნის დროს მნიშვნელოვანი იყო ემოციებთან ერთად შინაარსი და აზრი არ დაკარგულიყო. ამის ზუსტად გადმოცემა საკმაოდ რთულია, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ბევრმა ადამიანმა იპოვა საკუთარი ემოცია ბარათებში.

ბოლოს რას ურჩევდი დამწყებ გრაფიკულ დიზიანერებს?

მთავარი რჩევა იქნება - მუდმივად ადევნეთ თვალი დიზაინის სამყაროს სიახლეებს, იმუშავეთ საკუთარ თავზე და ეცადეთ რაც შეიძლება ბევრი ნამუშევარი შექმნათ სხვადასხვა სტილისტიკისა თუ ექსპერიმენტის გამოყენებით. მთავარია იპოვოთ ის უნიკალური გზა, რომელიც ადამიანებამდე საინტერესო და შთამაგონებელი ვიზუალებით, თქვენი სათქმელის მიტანაში დაგეხმარებათ. თითეული ნამუშევარი არის დიდი პროგრესის ნაწილი, თქვენი დაუღალავი შრომა RGB-ივით ფერად შედეგს აუცილებლად მოიტანს.