ავტორი:

მძიმე ღამე რუსეთისთვის: დახურული აეროპორტები, 57 ჩამოგდებული დრონი და დაბომბილი სამხედრო ობიექტები - უკრაინამ ოკუპანტზე ინტენსიური შეტევა მიიტანა

მძიმე ღამე რუსეთისთვის: დახურული აეროპორტები, 57 ჩამოგდებული დრონი და დაბომბილი სამხედრო ობიექტები - უკრაინამ ოკუპანტზე ინტენსიური შეტევა მიიტანა

ღამის განმავლობაში, გამთენიისას რუსეთის რამდენიმე რეგიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამჯერად ქვეყანას უკრაინამ შეუტია.

  • უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად რამდენიმე რუსული სამხედრო ობიექტი დაზიანდა.
  • სარანსკში რუსეთში ერთადერთი ბოჭკოვანი ოპტიკური ქარხანა იწვოდა.
  • ტულის რეგიონში დაზიანდა "როსტეკის“ საწარმო, რომელიც აწარმოებს BM-21 Grad-ს, BM-27 Uragan-ს, BM-30 Smerch-ს, Tornado-ს და TOS-1A Solntsepek-ისთვის საბრძოლო მასალას.
  • მოსკოვის ოლქში კუბინკას სამხედრო აეროდრომზე, სადაც MiG-29 და Su-27 გამანადგურებლები არიან განლაგებულნი, თავდასხმა განხორციელდა.
  • თავდასხმის გამო ქვეყანაში თითქმის ყველა აეროპორტი დახურული იყო.

მოსკოვის მერის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონში შვიდი დრონი ჩამოაგდეს. ხოლო "როსავიაციამ“ განაცხადა, რომ შერემეტიევოს აეროპორტი ღამის 1 საათიდან დაკეტილია.

მოსკოვის ოლქის “ჟუკოვსკის“ აეროპორტში აფრენა და დაშვება ერთ დღეში მესამედ შეიზღუდა. "როსავიაციამ“ ჟუკოვსკის აეროპორტში შეზღუდვები მოსკოვის დროით 21:19 საათზე დააწესა.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინელთა მიერ ღამითა და გამთენიისას კამიკაძე დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთის აეროპორტებში მასობრივად ფერხდება ავიარეისები. მგზავრები საათობით სხედან თვითმფრინავებში წყლისა და საკვების გარეშე.

მოსკოვის ოლქზე განხორციელებული უპილოტო აპარატების თავდასხმის შემდეგ რუსების ათეულობით სამოქალაქო რეისმა გადადო ფრენა.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში ღამის განმავლობაში 57 დრონი ჩამოაგდეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე 31 დრონი ჩამოაგდეს, კურსკის ოლქში - 14, ორიოლის ოლქში - შვიდი, კალუგის ოლქში - ორი, რიაზანის ოლქში - ორი და ანექსირებული ყირიმის თავზე - ერთი.

ვრცელდება ცნობები, რომ პუტინმა უწყებებს "კიევში სამიზნეების იდენტიფიცირების“ მითითებები მისცა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება 9 მაისისთვის "უკრაინის მხრიდან შესაძლო სერიოზულ პროვოკაციებზე რეაგირებისთვის“ მზადებაა.

Telegram-ის არხები ავრცელებენ სარანსკზე დრონებით თავდასხმის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.

უკრაინული დრონები მოიგერიეს ტულას ოლქშიც.

"რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე კვლავ არსებობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემები აგრძელებენ საბრძოლო ოპერაციებს და უპილოტო საფრენი აპარატების მეხუთე თავდასხმა მოიგერიეს. დაღუპული არ არის“, - დაწერა გუბერნატორმა დიმიტრი მილაევმა თავის Telegram არხზე.