ავტორი:

რუსეთმა კიევში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა - არის მსხვერპლი, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა კიევში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა - არის მსხვერპლი, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც (ფოტო/ვიდეო)

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტია.

„ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მტრის ბალისტიკური სამიზნეების წარმატებით გაანადგურა. სოლომენსკის რაიონში განეიტრალდა რაკეტა. დაზიანდა არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. ხანძარი ადგილზე 03:00 საათისთვის ჩააქრეს. ერთი ადამიანი დაშავდა“, - ავრცელებს უკრაინული მედია.

ადმინისტრაციის ცნობით, დრონების უმეტესობა კიევისკენ იყო მიმართული. დაზარალდა უკრაინის დედაქალაქის ოთხი რაიონი.

  • რუსულმა მხარემ საცხოვრებელ სახლებს დაარტყა. შევჩენკოს რაიონში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოსახლე. ჩამოინგრა ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი, გაჩნდა ხანძარი.

ორი ადამიანის ცხედარი ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს.

მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა რუსული დრონი დნეპროვსკის ოლქში. საავადმყოფოში დამწვრობით გადაიყვანეს სამი ბავშვი, მათ შორის 13 და 8 წლის და-ძმა.

სოლომენსკის რაიონში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

წყარო

იხილეთ ასევე: