კაცობრიობაზე განაწყენებული, გადაღლილი ღმერთი გადაწყვეტს ფსიქოლოგს ესტუმროს, რათა თავიდან ამოიგდოს აკვიატებული აზრი მეორედ მოსვლის შესახებ. ათეისტი ფსიქოლოგისა და ღმერთის უჩვეულო ამპლუის შესახებ , იუმორითა და სევდით გაჯერებულ უცნაურ ამბავს მოზარდ მაყურებელთა თეატრი 18, 29 მაისს, 6,18,24 ივნისს 19 საათზე წარმოადგენს.
"ოჰ , ღმერთო!" ასე ქვია ებრაელი დრამატურგის ანათ გოვის პიესას, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტია. სპექტაკლი ეძღვება მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის ხსოვნას. სწორედ ამ პიესაში შეასრულა მსახიობმა უკანასკნელი როლი მარჯაიშვილის თეატრში.
ერთმოქმედებიანი დრამის თარგმანი დავით ბუცხრიკიძეს ეკუთვნის. მხატვარი: ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი: ქეთი ციციშვილი; ქორეოგრაფი: გია მარღანია; მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილის; ვიდეოინსტალაციების ავტორი: ირაკლი ღვთისიაშვილი; რეჟისორის თანაშემწე; ხათუნა საძაგლიშვილი.
მონაწილეობენ: თამარ ჭანუყვაძე და ნიკოლოზ ფაიქრიძე.
R