"ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაამტკიცეს. სახელისუფლო პარტიის პოლიტსაბჭო 15 წევრის შემადგენლობით ჩამოყალიბდა.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშია პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ასევე არიან:
- ირაკლი კობახიძე - პარტიის თავმჯდომარე; პრემიერ-მინისტრი;
- კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი;
- მამუკა მდინარაძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი;
- შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე;
- გია ვოლსკი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი;
- თეა წულუკიანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- ნინო წილოსანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი;
- მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი;
- ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე;
- მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- დიმიტრი სამხარაძე - პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი;
- სულხან თამაზაშვილი - პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის მეთაური.
“ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე დაამტკიცა.