მოსკოვში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით დაჯდა ბაქოში. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
განახლებული ინფორმაციით, ვუჩიჩი ბაქოდან მოსკოვში უკვე გაფრინდა.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ინფორმაციით, ვუჩიჩის თვითმფრინავი ბაქოში “საწვავის შესავსებად” დაჯდა.