სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი ბოლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
ისინი ახლა სანტა მარტას რეზიდენციაში დაბრუნდებიან, სადაც იზოლაციაში იქნებიან კონკლავის (კენჭისყრის) მეორე დღემდე, რომელიც ხვალ იქნება.