ავტორი:

ინციდენტი პარიზში, პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ - მანქანა ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები: რას წერს მედია (ვიდეო)

ინციდენტი პარიზში, პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ - მანქანა ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები: რას წერს მედია (ვიდეო)

ინციდენტი მოხდა პარიზში, ქალაქის ცენტრში მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები პსჟ-ს „არსენალთან“ გამარჯვებას ზეიმობდნენ.

როგორც Le Parisien წერს, მანქანა შეკრებილ გულშემატკივრებში შევარდა. არიან დაშავებულები.

გამოცემის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ პსჟ-ს ქომაგები ქუჩაში გამარჯვებას ზეიმობდნენ და ისინი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ შეკრებილნი.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უცაბედად მანქანა ხალხში შევარდა, სულ მცირე, დაშავდა 3 ადამიანი. მანქანის მძღოლმა შორს წასვლა ვერ მოახერხა. ის გააჩერეს და ავტომობილი დაუწვეს.

სამივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდა ამისა, გუშინდელ საღამოს ფრანგმა სამართალდამცველებმა 43 ადამიანი დააკავეს.

წყარო