ავტორი:

"თითქოს სიზმარია..."- რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ?

"თითქოს სიზმარია..."- რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ?

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "არსენალის“ დამარცხების (0:1, 2:1) შემდეგ, Prime Video-სთან კომენტარი პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"ფინალში გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ოცნება იყო. თითქოს სიზმარია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. "ინტერთან“ რთული თამაში გველის, რომელმაც ფინალში გასვლა დაიმსახურა. სიმონე ინძაგის გუნდს პატივს ვცემთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, ჩვენც ფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ. თასის პარიზში ჩამოსატანად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება“.

იხილეთ ასევე: