ავტორი:

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა - 34 წლის ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა - 34 წლის ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ომს კიდევ ერთი ქართველი შეეწირა.

დონეცკის ოლქში ქალაქ პაკროვსკისთან გმირულად დაეცა უფროსი სერჟანტი თარბეი (თაბო) არქანია.

34 წლის თაბო უკრაინაში ცხოვრობდა. ის ამ ქვეყნის და ევროპის ჩემპიონი იყო ტაეკვანდოში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

თანამებრძოლების თქმით, ის საუკეთესო მეგობარი და გამორჩეული მებრძოლი იყო.

არქანიას ოჯახი აფხაზეთიდან იყო დევნილი და როგორც მისი მეგობარი გაგა კიკნაძე ამბობს, თაბო მშობლიურ სახლში დაბრუნებაზე ოცნებობდა.

არქანიას ოდესაში, 10 მაისს დაკრძალავენ.