ავტორი:

“გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში, საკმაოდ ძლიერი იყო... მე განვიცადე ტკივილი" - ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე

“გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში, საკმაოდ ძლიერი იყო... მე განვიცადე ტკივილი" - ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე

“გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ერთგან დამარტყა, მარჯვენა სახის არეში. საკმაოდ ძლიერი იყო. რამდენიმე ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნა, „ნახე რა სიწითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“. სარკეში ჩავიხედე, მქონდა სიწითლე“, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, ის მიმდინარე აქციაზე სიტუაციის განსამუხტად გავიდა.

“არასოდეს ამირიდებია თავიდან არც განმარტებების გაკეთება, არც აქციის წევრებთან კომუნიკაცია, არც ჟურნალისტებისთვის სიტყვიერი პასუხის გაცემა. მე მივიჩნიე, რომ ჩემი გასვლით და მათთან დალაპარაკებით ცოტა უფრო დამშვიდდებოდა სიტუაცია. ხშირად მომიხერხებია და მოგვიხერხებია ერთობლივად, რომ კომუნიკაცია შედარებით მშვიდდებოდა - ხოლმე. მივედი. ქალბატონი მზია მეკითხება, ჩემი ოჯახის წევრები რატომ გყავთ დაკავებული, ვეკითხები გვარს. მეუბნება გაბაიძე. ვპასუხობ: - გიორგი? ამ კონკრეტულ მომენტში სახეზე ვატყობ აღელვებას, აგრესიას. არ შემშინებია ამ ტემბრის, მაგრამ ბუნებრივია დავინახე, რომ აგრესიული იყო. იმ მომენტში მივიჩნიე, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა...

მოულოდნელად პოლიციელის ქურთუკზე მქაჩავს. მეუბნება ფრაზას: "მე რომ დამაკავეთ“. პოლიციელის ქურთუკით მომქაჩა, გამიკვირდა, ეს შეურაცხყოფა არ დამიმსახურებია, გაოცებულმა შევხედე. შენიშვნის მიცემას ვაპირებდი, ესე ნუ მოიქცევით, მაგრამ შენიშვნის მიცემა არ დამცალდა, გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ერთგან დამარტყა მარჯვენა სახის არეში. საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენებაში დაფიქსირებული ჩემ მიერ განცდილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის რას განიცდის ადამიანი ამ დროს როცა სახეში ხელს ურტყამენ... მე განვიცადე ტკივილი. რამდენიმე ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნა, ნახე რა სიწითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს. ბუნებრივია, მეც დავინტერესდი რა მჭირს სახეზე. ჩემს სამუშაო კაბინეტში ასვლის შემდეგ, სარკე მაქვს სამუშაო კაბინეტში, ჩავიხედე, მქონდა სიწითლე“, - განაცხადა დგებუაძემ.

  • ფოტო: ნეტგაზეთი

იხილეთ ასევე: