"პარი სენ-ჟერმენის"ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში დასახელდა.
სიმბოლური გუნდის სია სოციალურ ქსელში ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს - სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
ცნობისთვის, ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ინტერმა ბარსელონა, ხოლო პსჟ-მა არსენალი დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში გაიმართება. ფინალში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ინტერი დაუპირისპირდებიან.