ავტორი:

"პრეზიდენტ პუტინს სიტყვა მივეცი, რომ მოსკოვში ჩამოვიდოდი და შევასრულე" - ალექსანდრ ვუჩიჩი

"პრეზიდენტ პუტინს სიტყვა მივეცი, რომ მოსკოვში ჩამოვიდოდი და შევასრულე" - ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.

  • „იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და ის შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ბელგრადისთვის.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.