"არსენალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა შემტევმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ერთმანეთს ლამინე იამალი და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.
"იამალს შეუძლია მივიდეს კუთხურის ალამთან, მაგრამ ის ცდილობს საჯარიმოში შეღწევას და კიდევ ერთი გოლის გატანას. თუ გაიტანს, მეორე გუნდი ვეღარაფერს გააკეთებს და ყველაფერი დასრულდება, მაგრამ ბურთი გადადის აუტზე და შემდეგ ლამინი აღარ ბრუნდება უკან, დაცვაში
ხვიჩა ვარსკვლავად გამოჩენას არ ცდილობდა. მატჩის მიწურულს მან ბურთით მიირბინა კუთხურის ალამთან და რამდენიმე წუთი გაიყვანა. კავარცხელიამ იცოდა, რომ გუნდს ფინალში გასვლისთვის ეს სჭირდებოდა", - აღნიშნა ანრიმ.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონა" "ინტერმა" დაამარცხა, ხოლო ლონდონის "არსენალი" პსჟ-მა. შესაბამისად, ფინალში ერთმანეთს "ინტერი" და პსჟ დაუპირისპირდებიან. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება.