"ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: "ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ დასრულდა, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
"ევროპის მოედანზე” დღევანდელი აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.
"ევროპის მოედანზე“ შეკრებილებს მათ შორის აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა მიმართეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე განახლდა. უწყვეტი პროტესტის 163-ე დღესაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეების უცვლელი მოთხოვნებია: აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.