ავტორი:

ავარია გლდანში - დაღუპულია 31 წლის ბიჭი: რა დეტალები ხდება ცნობილი

ავარია გლდანში - დაღუპულია 31 წლის ბიჭი: რა დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს შეეჯახა. დაიღუპა კურიერი, რომელიც მოპედს მართავდა.

  • გარდაცვლილია 31 წლის შაკო შარაბიძე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილს არასრულწლოვნები მართავდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.