ავტორი:

"ილია ძალიან მორიდებულია... ერთხელ ლაშა გუჯეჯიანმაც მითხრა, ცუდი თვისება აქვსო" - რას ჰყვება ჩემპიონის დედა

"ილია ძალიან მორიდებულია... ერთხელ ლაშა გუჯეჯიანმაც მითხრა, ცუდი თვისება აქვსო" - რას ჰყვება ჩემპიონის დედა

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ჯერ იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა, ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანს აჯობა, ხოლო ფინალურ ბრძოლაში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა...

ილიას დედა მანანა გოჩელაშვილი გვიამბობს, რა ხდებოდა ილიას ასპარეზობის დროს მის ოჯახში, სად და როგორ გულშემატკივრობდნენ ახლობლები და რა უთხრა დედას დაჯილდოების დროს წამოსულ ცრემლებზე.

- ქალბატონო მანანა, ილიას ჩემპიონობას გილოცავთ!

- დიდი მადლობა! ილიას ვერც ერთ შეჯიბრს პირდაპირ ეთერში ვერ ვუყურებ, ემოციურად ამის გაძლება არ შემიძლია.

- შეჯიბრის დროს სად იყავით?

- ტყიბულში ვიყავი. წინა დღეს გოგნის წმინდა გიორგის სალოცავი მოვილოცე. ჩემს სახლში სალოცავი კუთხე მაქვს მოწყობილი და შინ დარჩენა ვამჯობინე, სანთელი არ ჩამიქრია, მარტო ვიყავი და ვლოცულობდი. ჩემი ქმარ-შვილი თბილისიდან გულშემატკივრობდნენ. ახლობლები, ნათესავები, ჩემი დედმამიშვილები ყველანი სოფელ ცუცხვათში (ილიას დედულეთი) იყვნენ შეკრებილი. ასე მიგვაჩნია, იქიდან რომ ვუგულშემატკივრებთ, უფრო გავაძლიერებთ, ილიამაც იცის, მისი ჭიდაობის დროს იქ რა ხდება.

- ილიას ჩემპიონობა ვინ გახარათ?

- ალბათ, იცით, ილიას მონტენეგროში ახლდა მისი ლელა მასწავლებელი (გეოგრაფიის პედაგოგი), ის ილიას ძალიან დიდი გულშემატკივრია, ოჯახებითაც ახლოს ვართ. ილია რომ ასპარეზობს, სამყაროს მთლიანად ვეთიშები, ინტერნეტსაც ვთიშავ, არანაირ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მინდა მქონდეს, მეშინია, წაგების ამბავი არ წავიკითხო. იმ წუთებში ჩემს ტელეფონზე შემოსულ ზარს თუ აწერია "ლელა მასწ" ეს იმის ნიშანია, რომ ილიამ გაიმარჯვა.

- ამჯერადაც ასე მოხდა?

- დიახ, პირველი ლელას ზარი შემოვიდა მონტენეგროდან და ილიას ამბავი მახარა. ეს ადამიანი ჩემი თილისმასავით არის. ახლახან ილიას თბილისშიც ჰქონდა გამოსვლა, მაგ დროს სამებაში ვიყავი, ლელას ზარს სულმოუთქმელად ველოდებოდი, მაგრამ... მეუღლემ დამირეკა, მოდი, მანანა, სახლში, ილიამ წააგოო. რადგან ლელა არ მირეკავდა, თქმაც აღარ იყო საჭირო, მივხვდი, ვერ გაიმარჯვა.

- ლელა მასწავლებელი ოლიმპიადაზე წასვლასაც აპირებს, არა?

- კი, უკვე მოძიებული აქვს ინფორმაცია, როგორ უნდა წავიდეს, ნაცნობებს უკავშირდება და დეტალებს ათანხმებს, არადა წინ 3 წელია...წაიკითხეთ სრულად