ავტორი:

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და “შაჰედების“ 145 დრონით შეუტიეს - არის მსხვერპლი, აფეთქებები ისმოდა 7 ოლქში

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და “შაჰედების“ 145 დრონით შეუტიეს - არის მსხვერპლი, აფეთქებები ისმოდა 7 ოლქში

რუსებმა უკრაინას წუხელ “ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და “შაჰედის“ ტიპის 145 დრონით შეუტიეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 80 დრონი ჩამოაგდეს. 42 დრონი-იმიტატორი ლოკალურად, უარყოფითი შედეგების გარეშე, დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა როვნოს, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქები.

  • სუმის ოლქში დრონი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს არტილერიითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 მრავალსართულიანი შენობა, 7 მაღაზია, სპორტული კლუბი, საცურაო აუზი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

ამასთან, დღეს დილით, რუსების მიერ როვნოს ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

წყარო