სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინი, სადაც ჩანს, რომ პარტია "ქართული ოცნების"“აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს დაბადების დღეს ულოცავს.
"გილოცავ, ნანუკა. უბედნიერესი ყოფილიყავი მთელი ცხოვრება ყველა შენიანთან ერთად", - წერს მდინარაძე, თავის მხრივ, ნანუკა ჟორჟოლიანი მას მადლობას უხდის და წერს: "მადლობა, მამუ".
ჟორჟოლიანის და მდინარაძის ასეთმა დამოკიდებულებამ საზოგადოების ნაწილი გააკვირვა, რადგან ისინი დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში არიან.
"მეგობრებო, ბევრმა დამთაგეთ მამუკა მდინარაძის მოლოცვაზე, რომელიც 2012 წლით თარიღდება. ამბავი იყო შემდეგი - ნაცებმა ჩემი ძმა დააკავეს ორჯერ. ერთხელ ჩხუბზე, ერთხელ მარიხუანაზე და მისი ადვოკატი იყო მამუკა მდინარაძე. ასეც ხდება", - წერს ჟორჟოლიანი.