ავტორი:

"თქვენი ჩახუტება მჭირდება..." - პოპ ვარსკვლავ Jessie J-ის თქმით, მკერდის კიბო დაუდგინდა: მომღერალი ფანებს მიმართავს

"თქვენი ჩახუტება მჭირდება..." - პოპ ვარსკვლავ Jessie J-ის თქმით, მკერდის კიბო დაუდგინდა: მომღერალი ფანებს მიმართავს

პოპ ვარსკვლავ Jessie J-ის მკერდის ადრეული კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მომღერალმა "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით აცნობა გულშემატკივრებს.

  • მისი თქმით, აპირებს, რომ მომავალი კონცერტის შემდეგ, ცოტა ხნით გაქრეს საჯარო სივრციდან და ოპერაცია გაიკეთოს.

"თქვენი ჩახუტება მჭირდება. დამიდგინეს მკერდის ადრეული კიბო, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ნაადრევი ეტაპი. კიბო ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ეტაპზე საშინელებაა", - ამბობს მომღერალი. მისი თქმით, დაავადების შესახებ ორი თვის წინ შეიტყო.

"მინდოდა გულწრფელი ვყოფილიყავი და თქვენთვის ეს ამბავი გამეზიარებინა. ვიცი, რამდენად დამეხმარა წარსულში პრობლემის გაზიარება სხვა ადამიანებთან, მივიღე მათი სიყვარული და მხარდაჭერა, ასევე მოვისმინე მათი ისტორიები", - ამბობს Jessie J.