ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა 6–7–8 ივნისი, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“
2025 წლის 6–8 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინისეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით,გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა – WinExpoGeorgia 2025.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 7 ქვეყნის 200-მდე კომპანია. წარდგენილი იქნება:
• ღვინის წარმოების ტექნოლოგიები
• ოჯახური მარნები
• საშუალო და მსხვილი მწარმოებლები
• ბიოდინამიური და ქვევრის ღვინის მწარმოებლები
• ახალი მცირე მარნების სპეციალური სივრცე
• 20-მდე ნატურალისტი მეღვინე
• შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისები
გამოფენის მიზანი და მისია
WinExpo Georgia წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისოპლატფორმას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში, რომლის მიზანია:
• ქართული ღვინისა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია
• საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობა
• ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლებისთვის ახალ ბაზრებზე წვდომა
• მცირე მარნებისა და ნატურალისტი მეღვინეების მხარდაჭერა
• ინოვაციური ტექნოლოგიების, სერვისებისა და ტრენდების გაცნობა
წელს, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ უზრუნველყოფს უცხოელი ბაიერების ჯგუფების ჩამოყვანას ევროპის არაერთი ქვეყნიდან.გამოფენას დაესწრებიან ღვინის აგენტები, იმპორტიორები, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები, სავაჭრო ქსელები, პროფილური მაღაზიები, მედია და დარგის პროფესიონალები.
მონაწილე კომპანიებისთვის ეს არის შესაძლებლობა:
• გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისგზით;
• იპოვონ ახალი პარტნიორები;
• გააცნონ პროდუქცია ათასობით დამთვალიერებელს;
• ჩაატარონ დეგუსტაციები და პროდუქტის პრეზენტაციები
• დაუკავშირდნენ ღვინის აგენტებსა და იმპორტიორებს;
• მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებულ კონკურსში.
WinExport FORUM – ექსპორტის ფორუმი
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური ღონისძიება – WinExport FORUM, სადაცმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები შეხვდებიან ქართველმეღვინეებს.
ფორუმის მიზანია ექსპორტზე ორიენტირებული მწარმოებლებისთვის შესაძლებლობების შექმნა:
• საექსპორტო ბაზრების განხილვა
• იმპორტიორებთან დისკუსია მოთხოვნებსა და სტანდარტებზე
• პრაქტიკული რჩევების გაზიარება
• პოტენციური ბიზნესურთიერთობების დამყარება
მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსი – Georgia International Wine Award დაჯილდოების ცერემონია – 7 ივნისი.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება უკვე ტრადიციული საერთაშორისო ღვინის კონკურსი,რომლის ჟიურიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ექსპერტებით:
• ტიმ ატკინი MW (დიდი ბრიტანეთი) – კონკურსის თავმჯდომარე
• კენიჩი ოჰაში MW (იაპონია)
• ბეთ ვილარდ (ავსტრალია)
• გერდ შტეპი (გერმანია)
• გუს ჟუ MW (ჩინეთი/აშშ)
• მიხეილ მესხი (საქართველო)
• გიორგი დაქიშვილი (საქართველო)
• ლევან მეხუზლა – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
კონკურსში მონაწილეობს 200-მდე ნიმუში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაშიდა დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.
გახსნის ცერემონია
7 ივნისი, 12:00
მე-11 პავილიონი, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“
სიტყვით გამოვლენ:
• რესან ქიქავა – „ექსპოჯორჯია“-ს დირექტორი
• ტიმ ატკინი MW – კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე
ღონისძიების შესახებ სრულად
მონაწილე კომპანიების სია, ღონისძიებების განრიგი და ღვინის კონკურსის გამარჯვებულებისშესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: www.winexpo.ge
დამატებითი ინფორმაცია მედიასთან კომუნიკაციის, მარკეტინგის და გამოფენის გაშუქების შესახებ:
ირინე ბალანჩივაძე
R