რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელა, მტრის მთავარი სამიზნე უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომი იყო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა ათობით რაკეტა და ასობით დრონი გაუშვეს.
მას არ დაუკონკრეტებია, რომელ აეროდრომს გულისხმობდა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია ქალაქ დუბნოში მდებარე ავიაბაზაზე.