ავტორი:

სილამაზე, რომელიც შიგნიდან იწყება - New Nordic-ის ზღაპრული დებიუტი საქართველოში

სილამაზე, რომელიც შიგნიდან იწყება - New Nordic-ის ზღაპრული დებიუტი საქართველოში

როდესაც ბუნება, მეცნიერულ ცოდნას იძენს, იბადება ნიუ ნორდიკი - ჯანმრთელობის სკანდინავიური საიდუმლო, რომელიც ახლა უკვე საქართველოშია. ნიუ ნორდიკი, არ არის მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან შექმნილი პროდუქტები - ეს ის ფორმულებია, რომლებიც შიგნიდან ზრუნავენ, ჩვენს სილამაზეზე, ენერგიასა და ბალანსზე. სწორედ ბუნებასთან ასეთმა მჭიდრო კავშირმა და სიახლოვემ განაპირობა ისიც, რომ ამ პრემიუმ ბრენდის პრეზენტაცია ბიოლის მწვანე სამოთხეში მოეწყო. ღია ცისქვეშ გამართულ პრეზენტაციაზე გაჟღერებული იდეები კი სკანდინავიური ბრენდის ფილოსოფიის, ბუნებრივ გაგრძელებად იქცა, ჩვენს ქვეყანაში.

New Nordic-ის პრეზენტაცია სულაც არ ჰგავდა ტიპურ კორპორატიულ წარდგენას. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა და „არტფარმას“ ბრენდ პორტფოლიოს განვითარების მენეჯერი თიკო ლომინაძე უძღვებოდნენ. დამსწრე სტუმრებს შორის კი იყვნენ მედიკოსები, სილამაზის ექსპერტები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები — ყველა მათგანმა საკუთარი პერსპექტივით გააზიარა სილამაზის შიგნიდან დაწყების ფილოსოფია. პრეზენტაციაზე არაერთმა ცნობილმა და სანდო ექიმმა ისაუბრა საკვები დანამატების მნიშვნელობასა და იმ უპირატესობაზე, რაც ნიუ ნორდიკს გააჩნია. ჩატარდა პანელური დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე.

  • ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ და კვების ფსიქოლოგმა ნუცა ჩაჩიბაიამ ისაუბრეს შაქრის მიმართ უკონტროლო ლტოლვაზე — როგორ ვიპოვოთ ბალანსი მადასა და ემოციებს შორის;
  • რეპროდუქტოლოგებმა ნინო მუსერიძემ და ნატო შამუგიამ განმარტეს ქალის ჰორმონალური რუკა და მისი ციკლური ბუნება;
  • ინფლუენსერმა ქეთი ხატიაშვილმა კი აუდიტორიას გააცნო ცხოვრებისეული ჩვევები, რომლებიც გარეგნულ ბრწყინვალების საწყისიც, სწორედ შიგნი ზრუნვაა.

New Nordic-ს უკვე 35 წლიანი ისტორია აქვს, ამ დროის განმავლობაში ბრენდმა მიაღწია იმას რომ, უყვართ და ენდობიან მსოფლიოს არაერთ წერტილში. მათ რიგებს კი უვკე საქართველოც შეემატა. ამ ნდობისა და სიყვარულის ერთ ერთი მთავარი მიზეზი კი პროდუქტების განსაკუტრებული ეფექტურობაა. მსოფლიო ბაზარზე არსებული საკვები დანამატების უმრავლესობას არ გააჩნიათ კლინიკურად დადასტურებული კვლევები და შედეგები. ნიუ ნორდიკი ამითაც გამორირჩევა. წარმოების პროცესის ყველა ეტაპი კლინიკურ კონტროლს ექვემდებარება - ყველა მცენარე გადის საფუძვლიან სამეცნიერო კვლევებს და მათი ხარისხი და ეფექტიანობა მოწმდება სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში, გათვალისწინებულია ურთიერთქმედება სხვადასხვა ექსტრაქტებს შორის უნიკალური New Nordic-ის ფორმულების მისაღებად. საბოლოო პროდუქტები იწარმოება შვედეთსა და დანიაში GMP (Good Manufacturing Practice) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

ბრენდის ბესთსელერ პროდუქტებში აღმოაჩენთ Beauty in&out კონცეფციით შექმნილ სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვებ დანამატებს:

  • ეფლ საიდერი – მაღალკონცენტრირებული ვაშლის ძმრისა და არტიშოკის შემცველი ფორმულა დაგეხმარებათ წონის კორექციასა და ორგანიზმის დეტოქსში. ეს პროდუქტი უკვე 20 წელია წარმატებით გამოიყენება ევროპაში და არაერთი ჯილდოს მფლობელია.

  • ძალიან განსხვავებული და საინტერესო პროდუქტია ზუკარინი – თეთრი თუთისა და ქრომის უნიკალური კომბინაციით, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას და იდეალურია წონის კლებისთვის.
  • ჰეა ვოლუმი კი მსოფლიოში აღიარებულია N1 სილამაზის პროდუქტად თმის ზრდისა და მოცულობისთვის. მას მილიონობით ადამიანი იყენებს.

  • ნიუ ნორდიკის ბრენდში არის სრულიად ახალი თაობის კრილის ომეგა 3 – რედ ოილ-ი თევზის ქონთან შედარებით ორჯერ მეტი ეფექტით გამოირჩევა
  • ყველაზე მოთხოვნად საკვებ დანამატებშია ფოლკეპილენი, რომელიც ენერგიის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის უნიკალური აბია.

ეფლ საიდერი, ზუკარინი, ჰეა ვოლუმი, რედ ოილი, ფოლკეპილენი — ეს მხოლოდ სახელებია, მაგრამ მათ უკან დგას უდიდესი შრომა, დიდი გამოცდილება, და მილიონობით კმაყოფილი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში.ნიუ ნორდიკი არ გვპირდება მხოლოდ კანს, თმასა და სხეულის სრულყოფილებას — ის გვეუბნება, რომ მთელი ჩვენი ორგანიზმი იმსახურებს იმ ბრწყინვალებას, რომელსაც ბუნება გვაძლევს.

New Nordic-ის პროდუქტები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია, ფარმსახლის აფთიაქებში, ვოლტსა და ველისთორზე, სულ მალე კი ნიუ ნორდიკის პროდუქტები, ჯიპისისა და ფარმადეპოს აფთიაქებშიც განთავსდება.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fartpharma.ge%2Fvideos%2F1338247697257890%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R