ავტორი:

დონალდ ტრამპი თვითმფრინავის კიბეზე წაბორძიკდა - საზოგადოებას კი ბაიდენი გაახსენა (ვიდეო)

დონალდ ტრამპი თვითმფრინავის კიბეზე წაბორძიკდა - საზოგადოებას კი ბაიდენი გაახსენა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თვითმფრინავის კიბეზე ასვლისას წაბორძიკდა და კინაღამ წაიქცა.

კადრები მალევე გავრცელდა მედიაში და საზოგადოებას მისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი გაახსენა, რომელსაც არაერთხელ ჰქონია მსგავსი მომენტი და რომლის გამოც ტრამპი ხშირად მას დასცინოდა.

ტრამპმა მარცხენა ფეხი წამოსდო კიბეს და წაბორძიკდა, თუმცა თავის შეკავება შეძლო და არ წაქცეულა. მან სწრაფი ნაბიჯებით გააგრძელა გზა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/qHk2Trw-d_o?si=6yxudYvLVyFW3OMq" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ამ კადრების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა აშშ-ის პრეზიდენტის ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მან წინამორბედის, ბაიდენის მიმართ თქვა: "ჯო ბაიდენს თვითმფრინავის კიბეებზე ასვლაც კი არ შეუძლია", - განაცხადა დონალდმა.