ცნობილი მოდელი, ტიკტოკერი, ჟურნალისტი და ინფლუენსერი ნინა დრამა, რომლის საქმიანობაც UFC-ის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ეხება, საქართველოში ჩამოდის.
ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ახლა 1 კვირით საქართველოში მივდივარ ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მერე აზერბაიჯანში წავალთ. შემდეგ კი დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად", - აღნიშნა დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე.
“მეგობრებო! ხვალ მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში მოვფრინავ! ჩვენს თავგადასავლებს კი პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ!
შემომიერთდით https://kick.com/ninadram-ზე და უყურეთ ჩვენს გიჟურ “ლაივსტრიმს“.
მიყვარხართ!“ - წერს ინფლუენსერი.
ცნობისთვის, დღეს, 8 ივნისს, მერაბმა UFC 316-ზე შონ ო'მალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. მერაბმა პირველად ჩემპიონობა სწორედ შონთან გამარჯვების შედეგად მოიოპვა, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტული უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით დაიცვა.
იხილეთ ასევე: