ავტორი:

ირლანდია აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ორი ემიგრანტი ადგილობრივი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს - დამწვარია მანქანები, განადგურებულია სახლები (ფოტო)

ირლანდია აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ორი ემიგრანტი ადგილობრივი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს - დამწვარია მანქანები, განადგურებულია სახლები (ფოტო)

უკვე რამდენიმე დღეა ჩრდილოეთ ირლანდიაში იმიგრანტების საწინააღმდეგო აქციები იმართება. ქალაქების ქუჩებში ასობით ადგილობრივია გამოსული, ისინი ქვეყანაში ემიგრანტების ყოფნას აპროტესტებენ.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორ 14 წლის ბიჭს, რომლებსაც სასამართლოში რუმინელი თარჯიმანი სჭირდებოდათ, გასულ შაბათ-კვირას თინეიჯერი გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ბრალი წაუყენეს.

რამდენიმე დღეში გამოძიებამ მესამე, 28 წლის მამაკაციც დააკავა.

ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ქუჩებში ხალხი გამოვიდა, ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და მიგრანტების წინააღმდეგ გამოდიან.

  • „ანტიიმიგრაციული“ არეულობები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსულებმა ცეცხლი წაუკიდეს დასასვენებელ ცენტრს, რომელიც რუმინელ ემიგრანტებსა და სხვა ოჯახებს თავშესაფარს სთავაზობდა.

ისინი აიდენტიფიცირებენ სახლებს, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და თავს ესხმიან მათ. აზიანებენ შენობებს და ქუჩებში ხანძრების კერას აჩენენ.

ქალაქ ლარნში ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ერთ-ერთ შენობაზე გააკრეს სტიკერი- “აქ ცხოვრობს“ ფილიპინელი...

მედიის ინფორმაციით, 2500 ადამიანის მშვიდობიანი მსვლელობა ძალადობრივ აქტად გადაიქცა და ახლა ქუჩები განადგურებულია.

დამწვარია პოლიციის მანქანები, დარბეულია საცხოვრებელი სახლები, ისინი ისვრიან ფეიერვერკებს, ერთ-ერთი კი პირდაპირ საცხოვრებელ სახლში შევიდა და სამზარეულოში ხანძრის გაჩენა სცადა.

როგორც მედია წერს, მომიტინგეებმა ჯავშანმანქანებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

არიან დაკავებულები.

წყარო