ავტორი:

დაუსვი შეკითხვა ბესტსელერების ავტორს ნათია ჯაგოდნიშვილს

დაუსვი შეკითხვა ბესტსელერების ავტორს ნათია ჯაგოდნიშვილს

"მე ვარ ნათია ჯაგოდნიშვილი, წერა 13 წლის ასაკში დავიწყე, საკუთარ პატარა მეს კი ოცნება 2018 წელს ავუხდინე, - გამომცემლობა პალიტრა L-ის დამსახურებით, როცა გავიმარჯვე კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი". ჩემი ნაწერები წიგნად გადაიქცა, მკითხველს კი ვაჩუქე პირველი წიგნი - "ცდუნება". წიგნი დაბეჭდვიდან მალევე გახდა ბესტსელერი და აქედან დაიწყო ნამდვილი ზღაპრული ცხოვრება - ტურნეები, გადაცემები, ინტერვიუები და ყველაზე მთავარი, მკითხველებისგან მიღებული უდიდესი სიყვარული, სითბო და შთაბეჭდილებები. მომდევნო წიგნები "შეცდომა" და "გადამწვარი ხიდები" ასევე მოკლე პერიოდში იქცა ბესტსელერებად. ამ ეტაპზე კი უკვე მეოთხე წიგნზე ვმუშაობ. ვისურვებდი, დიდხანს შევძლო წერა, ჯადოსნური ამბების მოყოლა და ჩემი ძვირფასი მკითხველის გახარება,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ნათია ჯაგოდნიშვილი, რომლის წიგნები მკითხველში მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"პალიტრანიუსისა" და AMBEBI.GE-ს ერთობლივი პროექტის „სახალხო ინტერვიუს“ მორიგი რესპონდენტი სწორედ ნათია ჯაგოდნიშვილი იქნება. თქვენ კი საშუალება გაქვთ, მას შეკითხვა დაუსვათ როგორც Ambebi.ge-ს საიტზე, კომენტარების ველში, ასევე ჩვენს "ფეისბუქგვერდზე," ამ პოსტის კომენტარებში და გამოგვიგზავნოთ სოციალურ ქსელში ვიდეო შეკითხვებიც.

პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც Ambebi.ge -ზე, ასევე „პალიტრანიუსის“ სატელევიზიო ეთერით. იაქტიურეთ, საინტერესო მწერალთან შეკითხვის დასმის საშუალება გეძლევათ. თქვენს შეკითხვებს უპასუხებს მწერალი ნათია ჯაგოდნიშვილი.