ავტორი:

ბუდუ ზივზივაძე "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩი გახდა

ბუდუ ზივზივაძე "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩი გახდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი, ბუდუ ზივზივაძე "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩი გახდა.

ამის შესახებ "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • "დღეს ბუდუ ზივზივაძე "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩი გახდა. ბუდუ ქუთაისის მიმდებარე და წყალტუბოს სოფლების ახალი წიგნებით მომარაგებაში მოგვეხმარება", - წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, 2024 წელს კომპანია "ბიბლუსმა", მისი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის თაოსნობით, გიორგი კეკელიძესთან ერთად, დააფუძნა "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა. საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.