უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში გავიდა.
ქართველი სპორტსმენები ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლით დაასრულეს: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.