ავტორი:

ქართველი "ჰალკის" მორიგი ტრიუმფი - ლევან საგინაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი "ჰალკის" მორიგი ტრიუმფი - ლევან საგინაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

ჩიკაგოში, მკლავჭიდში, EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე, 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

  • საგინაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა და საბოლოოდ, 5:0 მოიგო. ეს იტალიელთან კარიერაში მისი მეორე გამარჯვება იყო.

ისინი პირველად ერთმანეთს 2023 წელს შეხვდნენ და მაშინ ლევანმა უმძიმეს ბრძოლაში 4:2 გაიმარჯვა.

ლევან საგინაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია - მან იტალიელი მეტოქე დაამარცხა