აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაზე მიანიშნა.
"ტერმინ "რეჟიმის ცვლილების“ გამოყენება პოლიტიკურად კორექტული არ არის, მაგრამ თუ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ვერ ახერხებს გახადოს ირანი კვლად დიდებული, რატომ არ უნდა შეიცვალოს რეჟიმი? MIGA!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
(MIGA - make Iran great againL გახადე ირანი კვლავ დიდებული)
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.