ცოტა ხნის წინ, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა თეირანის ცნობილ ევინის ციხეზე. Iran International-ის ინფორმაციით, რაკეტა ციხის შესასვლელ კარიბჭეს მოხვდა, რაც სავარაუდოდ, პატიმრების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.
ევინის ციხეში ირანს პოლიტიკური პატიმრები, ჟურნალისტები, აკადემიკოსები, ადამიანის უფლებათა დამცველები ჰყავს დაკავებული.
<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">Israel is dismantling the IRGC in Tehran. <a href="https://t.co/3ZF1S0Q4a0">pic.twitter.com/3ZF1S0Q4a0</a></p>— נועה מגיד | Noa magid (@NoaMagid) <a href="https://twitter.com/NoaMagid/status/1937083519252975848?ref_src=twsrc%5Etfw">June 23, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
"ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები უტევენ რეჟიმის სამიზნეებს და სამთავრობო რეპრესიების ორგანოებს თეირანის ცენტრში, მათ შორის ბასიჯის შტაბ-ბინას, პოლიტიკური პატიმრებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის განკუთვნილ ევინის ციხეს, პალესტინის მოედანზე მდებარე "ისრაელის განადგურების“ საათს, რევოლუციური გვარდიის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინას სხვა სამიზნეებს", - აცხადებს ისრაელ კაცი.