რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოგვიანებით, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.