ავტორი:

"სუფრასთან მყოფი პირის მიერ ჰაერში გასროლილი ტყვია მოხვდა" - თელავში მამაკაცი დაჭრეს: რას ჰყვებიან თვითმხილველები?

"სუფრასთან მყოფი პირის მიერ ჰაერში გასროლილი ტყვია მოხვდა" - თელავში მამაკაცი დაჭრეს: რას ჰყვებიან თვითმხილველები?

თელავის მუნიციპალიტეტში 65 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ რუისპირში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ სუფრასთან მყოფი პირის ჰაერში გასროლილი ტყვია შუახნის მამაკაცს მოხვდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული და რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავებული.

ექიმის თმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება. ამ დროის ინფორმაციით, ადგილზე მანამდე რაიმე ტიპის დაპირისპირება არ მომხდარა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.