ავტორი:

“საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს“ - ნორვეგიის საგარეო უწყება

“საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს“ - ნორვეგიის საგარეო უწყება

“საქართველოში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს“, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ნორვეგია უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის“, - აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.