ავტორი:

რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ახალგაზრდას, რომელმაც აშშ-ს მოქალაქეს გადასცა წიგნი საბჭოთა ბუნკერებზე - გამოცემა დღესაც თავისუფლად იყიდება

რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ახალგაზრდას, რომელმაც აშშ-ს მოქალაქეს გადასცა წიგნი საბჭოთა ბუნკერებზე - გამოცემა დღესაც თავისუფლად იყიდება

პერმის ოლქის სასამართლომ ფოტოგრაფსა და მუსიკოს გრიგორი სკვორსოვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - დაკავების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ სკვორსოვმა ამერიკელ ჟურნალისტს საბჭოთა ბუნკერების შესახებ წიგნი გადასცა. საუბარია ისტორიკოსების, დიმიტრი იურკოვისა და სერგეი პოლეტაევის წიგნზე, "საბჭოთა საიდუმლო ბუნკერები“: 1930-1960-იანი წლების ურბანული სპეციალური გამაგრებები“.

აღსანიშნავია, რომ წიგნი აკრძალული არ არის და მისი შეძენა თავისუფლად შეიძლება. ტირაჟი ამჟამად გაყიდულია, თუმცა ეგზემპლარების მოძიება Avito სერვისზეა შესაძლებელი.

სკვორსოვი პერმში ცნობილი ფოტოგრაფია. დაინტერესებულია სამრეწველო და არქიტექტურული ფოტოგრაფიით, ასევე სამრეწველო ჯგუფ "ჯაგათის“ დამფუძნებელია.

როგორც Mediazona წერს, 2023 წლის 29 ნოემბერს სკვორსოვი პერმიდან სანქტ-პეტერბურგში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი დაპატიმრების ისტორია: აღნიშნულ ტექსტში ნათქვამია, რომ წიგნთან ერთად ცალკე იყიდებოდა გასაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტების ფოტოები (ათასზე მეტი გვერდი) და თითქოს ეს დამატებითი მასალა გახდა ფოტოგრაფის დაკავების მიზეზი.

თავად სკვორსოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ ბოროტი განზრახვა არ ჰქონია.

წყარო