ავტორი:

პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი - საგნები, რომელსაც BTU-ს IT პროგრამაზე შეისწავლით

პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი - საგნები, რომელსაც BTU-ს IT პროგრამაზე შეისწავლით

IT სპეციალისტებზე მოთხოვნა მზარდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღიაა ტექნოლოგიური სიახლეებისთვის და სწრაფად უწყობს ფეხს სხვადასხვა სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციას. შესაბამისად, განვითარდა სასწავლო პროგრამებიც, რომელიც სტუდენტებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას და ამზადებს დასაქმების ბაზრისთვის.

ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სრულად მორგებულია თანამედროვე მოთხოვნებს და თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას აერთიანებს. მიღებული ცოდნა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება, წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმდნენ. IT პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებთან (ICTs) დაკავშირებულ საბაზო პრინციპებსა და მეთოდებს. აღნიშნული ცოდნის მიღების შემდეგ, მას გააზრებული ექნება ICTs-ის როლი თანამედროვე საზოგადოებაში და შეუძლებს გააანალიზოს და გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების შერჩევის, შექმნის, შეფასებისა და ადმინისტრირების პროცესში.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ დამატებით მიმართულებად აირჩიონ „კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი“. კურსი მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ საბაზისო და სისტემურ ცოდნას ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის მანქანური სწავლება და მონაცემთა მეცნიერება; ამასთან, გამოიმუშაონ თავიანთ პროფესიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უნარები. შედეგად, ფაქტობრივად, მეორე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლებიან, რაც მათ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანად აქცევთ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

რაც მთავარია, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბოლო, მეოთხე აკადემიური წელი პარტნიორ უნივერსიტეტში გატარონ და ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ. BTU თანამშრომლობს ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან პორტუგალიაში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოწინავე ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტიცაა. ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს აქვს 100-ზე მეტი სასწავლო პროგრამა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებსაც მოიცავს.

BTU-ს IT მიმართულება სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მის ფარგლებში ისწავლება ისეთი საგნები და პროგრამები, რომელიც პირველივე კურსიდან აძლევს სტუდენტს პრაქტიკულ უნარებს. Python-ის შესწავლა პროგრამის პირველი კურსიდან იწყება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამირების ბაზისური უნარებიდან სწრაფად გადავიდნენ რეალური აპლიკაციის შექმნაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსი ყველა მოთხოვნად პროგრამულ ენას მოიცავს.

ამასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ისეთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, როგორიცაა: ვირტუალური რეალობის ლაბორატორია - VR Lab, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, ბლოკჩეინ ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია და სხვა. თითოეულ სივრცეში სტუდენტი აითვისებს სპეციფიკურ ცოდნას და გამოიმუშავებს უნარებს, რომელიც საკუთარი იდეების განხორციელებაში დაეხმარება, თუნდაც საკუთარი აპლიკაციისა და სტარტაპის შექმნის პროცესში ან რომელიმე კომპანიის პროექტების განხორციელებისას.

BTU-ის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს პროგრამირების, კოდინგის, მონაცემთა ანალიზის შესწავლას, რაც სტუდენტს სისტემურ ცოდნას აძლევს.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

R