ავტორი:

ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა

ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა

აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ონისეს ძმა, სანდრო ცხადაძე ავრცელებს.

"ჩემი მამიკო აღარაა", - წერს სანდრო ცხადაძე.

  • ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.