ავტორი:

სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადდება - რას წერს სომხური მედია

სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადდება - რას წერს სომხური მედია

მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანი და მისი ადვოკატები წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიას ტოვებენ და საგამოძიებო კომიტეტში მიემართებიან, - ინფორმაციას „სპუტნიკ-არმენია“ ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, მთავარეპისკოპოს მიქაელს თან რამდენიმე სასულიერო პირიც ახლავს.

მთავარეპისკოპოსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში დაგეგმილი იყო სასულიერო პირების შეხვედრა, რომლის კოორდინატორი მიქაელ აჯაფახიანი იყო. შეხვედრამდე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ შეხვედრისთვის ხელი არ შეეშალათ და რომ შეხვედრის შემდეგ თავად ეპისკოპოსი მივიდოდა საგამოძიებო კომიტეტში. ისინი ამ წინადადებას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობით თავმოყრამ და ამ მეთოდით დაკავების მცდელობამ სასულიერო პირებსა და მოქალაქეებში აღშფოთება გამოიწვია.

მოგვიანებით, უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა და ადვოკატებმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადება გადაწყვიტეს.

  • მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც მთავარეპისკოპოს მიქაელის დაკავებას ხელი შეუშალეს, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყების ცნობით, ამ პირების ქმედებები კვალიფიცირებულია, როგორც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

საგამოძიებო კომიტეტი მოქალაქეებს განუმარტავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ საქმიანობაში ჩარევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს და მოუწოდებს, საკუთარი პოზიციის გამოხატვისას სამართლებრივი ჩარჩოები დაიცვან.

იხილეთ ასევე: