ავტორი:

დღეს საღამოდან ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

დღეს საღამოდან ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივნისს დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მათივე ცნობით, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით კი ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.