ავტორი:

პოლიციამ სტამბოლში, პრაიდის მარშზე ათობით ადამიანი დააკავა

პოლიციამ სტამბოლში, პრაიდის მარშზე ათობით ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში სულ მცირე 30 ადამიანი დააკავა, რომლებიც პრაიდის მარშში მონაწილეობის მიღებას ცდილობდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, კეზბან კონუკჩუზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მსვლელობა უკანონოდ გამოაცხადა და განაცხადა, რომ ჯგუფები, რომლებიც მის ჩატარებას ხელს უწყობდნენ, არალეგალურად მოქმედებდნენ.

Reuters-ი წერს, რომ ხელისუფლებამ თურქეთის უდიდეს ქალაქში პრაიდის მსვლელობები 2015 წლიდან აკრძალა, რის მოტივითაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებს ასახელებენ.