ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.
დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.
ღონისძიების განრიგი:
I ნაწილი
II ნაწილი
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
R