"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.
მანამდე ელენეხოშტარიამ წაიკითხა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება.
"ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო განცხადება წაიკითხა ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით.