ავტორი:

"პესკოვის კომენტარები ორუელისეულია - რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა" - კელოგი

"პესკოვის კომენტარები ორუელისეულია - რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა" - კელოგი

რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ზე წერს.

  • უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ტემპი დამოკიდებულია როგორც უკრაინის პოზიციაზე, ისე აშშ-ის შუამავლობის ეფექტურობაზე.

"პესკოვის ბოლოდროინდელი კომენტარები მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა“, - წერს კიტ კელოგი.

მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით პროგრესის მისაღწევად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომა „თანმიმდევრული და მტკიცეა“.

"ჩვენი მოწოდება დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასასრულებლად სამმხრივი მოლაპარაკებებია. არ შეიძლება რუსეთმა დროის გაჭიანურება გააგრძელოს, მაშინ როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.