ავტორი:

რუსებმა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო გაასამართლეს დაუსწრებლად - გიორგი გოგაძის საქმის დეტალები

რუსებმა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო გაასამართლეს დაუსწრებლად - გიორგი გოგაძის საქმის დეტალები

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი საქართველოს მორიგ მოქალაქეს, რომელიც დაქირავებულ მებრძოლად ითვლება. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ 39 წლის ქართველის, გიორგი გოგაძის საქმე განიხილა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • სასამართლოზე დადგინდა, რომ 2022 წლის მარტიდან 2025 წლის მარტამდე, გოგაძე პოლონეთის გავლით ჩავიდა უკრაინაში, შეუერთდა "ქართულ ეროვნულ ლეგიონს", გაიარა წვრთნა და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, როგორც დაქირავებული მებრძოლი. ქართველს გადაეცა უნიფორმა, პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

"სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა გოგაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდით,“ – წერს რუსული მედია.

ქართველი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით – „დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში“. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს ივნისის დასაწყისში გადაეცა, გოგაძე საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.