ავტორი:

მექსიკაში, კრემატორიუმის იატაკზე უწესრიგოდ “მიყრილი“ 380-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს - სავარაუდოდ, ჭირისუფლებს სხვის ფერფლს ატანდნენ

მექსიკაში, კრემატორიუმის იატაკზე უწესრიგოდ “მიყრილი“ 380-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს - სავარაუდოდ, ჭირისუფლებს სხვის ფერფლს ატანდნენ

პოლიციამ მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ, სიუდად ხუარესის კერძო კრემატორიუმში 380-ზე მეტი, სხვადასხვა ოთახებში, უწესრიგოდ “მიყრილი“ ცხედრები აღმოაჩინა.

პოლიციის თქმით, ცხედრებს კრემაცია არ ჰქონდათ ჩატარებული და სავარაუდოდ, გარდაცვლილთა ნათესავებს სხვა ადამიანების ფერფლს აძლევდნენ. The Guardian-ის ცნობით, ზოგიერთი ნეშტი შესაძლოა იქ ორ წლამდე ყოფილიყო.

„წინასწარი ინფორმაციით, ჩვენ გვაქვს 381 ცხედარი, რომლებიც კრემატორიუმში უწესრიგოდ იყო მოთავსებული და არ ყოფილან კრემირებული. ისინი უბრალოდ იყო დაყრილი იატაკზე“, - განუცხადა AFP-ს ჩიხუახუას შტატის პროკურატურის წარმომადგენელმა ელოი გარსიამ.

ყველა ცხედარი ბალზამირებული იყო.

კრემატორიუმის ერთ-ერთი ადმინისტრატორი უკვე ჩაბარდა პროკურორებს.

წყარო