ავტორი:

დაუსვი შეკითხვა ბესტსელერის ავტორს, თინათინ ბერიძეს

დაუსვი შეკითხვა  ბესტსელერის ავტორს, თინათინ ბერიძეს

"მე ვარ თინათინ ბერიძე, 37 წლის. პროფესიით ფინანსისტი. ვმუშაობ ქედის რესურსცენტრში ფინანსისტად. პროფესიიდან გამომდინარე, მთელი დღე რიცხვებში ვარ "ჩაკარგული“, ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ წერა და სიტყვები აბალანსებს რიცხვებს.

  • ვცხოვრობდი ისე, როგორც ადამიანთა უმეტესობა, მაგრამ ჩემმა "მწერლურმა“ ნაწილმა ცხოვრება ცოტათი უფრო მრავალფეროვანი გახადა, რადგან გამაცნო უამრავი საინტერესო ადამიანი,“ - გვეუბნება ოთხი წიგნის ავტორი და 2019 წლის "პალიტრა L“-ის კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული თინათინ ბერიძე, რომლის წიგნებზე დღემდე დიდი მოთხოვნაა.

Ambebi.ge და "პალიტრანიუსი“ ერთობლივ პროექტში სწორედ ამ ავტორს შეგახვედრებთ. თქვენ კი საშუალება გეძლევათ, მას კითხვები დაუსვათ როგორც Ambebi.ge-ს საიტზე, კომენტარების ველში, ასევე ჩვენს "ფეისბუქგვერდზე," ამ პოსტის კომენტარებში ან გამოგვიგზავნოთ სოციალურ ქსელში ვიდეო შეკითხვებიც. პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც Ambebi.ge -ზე, ასევე "პალიტრანიუსის“ სატელევიზიო ეთერით.

იაქტიურეთ, საინტერესო მწერალთან შეკითხვის დასმის საშუალება გეძლევათ - თქვენს შეკითხვებს კი უპასუხებს თინათინ ბერიძე.