ციმბირელ რელიგიური კულტის ლიდერს, რომელიც თავს იესო ქრისტეს რეინკარნაციად აცხადებდა, რუსეთში 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ტოროპი მიმდევრებისთვის "ვისარიონის" სახელით არის ცნობილი და სანამ რელიგიური კულტის ლიდერი გახდებოდა, მანამდე საგზაო პოლიციის თანამშრომელი იყო.
ვისარიონი, თავის ორ თანაშემწესთან ერთად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მიმდევრებზე ფულის გამოძალვის მიზნით, მათ აყენებდა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ტანჯვას.
ტოროპმა "უკანასკნელი აღთქმის" ეკლესია ციმბირის კრასნოიარსკის ოლქის შორეულ ნაწილში 1991 წელს დააარსა.
ტოროპს და მის ერთ თანაშემწეს, ვლადიმერ ვედერნიკოვს12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მეორე თანაშემწეს, ვადიმ რედკინს - 11 წლით.